უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმვლობაში 60-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერმა 8 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 49 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"ავდეევკას მიმართულებით, მტერი არ ტოვებს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს - თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 17 შეტევა. ბახმუტის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 12 თავდასხმა, ხოლო მარინსკისში - რუსების 20 თავდასხმა"-აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ინფორმაციით, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 140-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
მათივე ცნობით,ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 10 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი.