”ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით შედეგი გამოიღო”-ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის გამოქვეყნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას.