ხმელთაშუა ზღვაში წვრთნების დროს ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი 5 სამხედრო დაიღუპა.
აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციები და მიმდინარეობს გამოძიება მის მიზეზებზე.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ამერიკელებმა ხმელთაშუა ზღვაში დამატებითი ხომალდები გააგზავნეს. იქ ამჟამად ავიამზიდები ,,ფორდი’’ და ,,ეიზენჰაუერი’’ იმყოფება.