„ჯარის ქალაქი“ მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი დასრულდა.
სამხედროებისთვის შვიდსართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომელშიც 1 092 ბინა განთავსდა.
უმრავლესობის წევრები ადგილზე გაეცნენ ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს და ჯარისკაცებისთვის გადაცემული ფართები დაათვალიერეს.