რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთში ჩავიდა. ასტანაში პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს თავის ყაზახ კოლეგასთან. რუსეთის ლიდერი რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.
კრემლის სპიკერმა თქვა, რომ მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ასოციაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებს, გარდა ამისა, პრეზიდენტები მოსაზრებებს გაცვლიან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.
პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მედიასთან კომენტარს გააკეთებენ და დისტანციურად ჩაერთვებიან რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ შეხვედრაში.