გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაზე „VEF“  დაამარცხა 

09 ნოემბერი 2023, 10:02 420 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ რიგის „ვეფი“76:55 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მან მხოლოდ 18 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა და თითო დაფარება და პასია. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 22 ქულით და 7 პასით.

ტენერიფეს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, 21 ნოემბერს ესპანური კლუბი „დარუშაფაკას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი