კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ტელეოპერატორებისთვის დავით ჩხიკვიშვილის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკას, გადაღების დაგეგმვის პროცესს, განათების, ფოკუსისა და კომპოზიციის შერჩევის პრინციპებს, ასევე, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების თავისებურებებს და სტრესის მართვის მეთოდებს გაეცნენ.