ფრიდრიხ ნაომანის ფონდის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
ასევე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და თუ რა უნდა გაკეთდეს ევროინტეგრაციისთვის.
კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.