თავდაცვის მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

04 ნოემბერი 2023, 14:04 548 ნახვა

მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სასადილო გაიხსნა, რომელიც სრულად გარემონტდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საინჟინრო კომუნიკაციებს, მოეწყო შიდა გზები და სამწყობრო მოედანი.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თავდაცვის მინისტრი  გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში