აჭარის ტელევიზია 36 წლისაა

04 ნოემბერი 2023, 12:04 980 ნახვა

აჭარის ტელევიზია დღეს იუბილარია, არხი 36 წლისაა.  პირველი გადაცემა  აჭარის ტელევიზიის ეთერით მაყურებელმა 1987 წლის 4 ნოემბერს იხილა. თავდაპირველად არხმა მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან კი ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.  არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო  დეპარტამენტი იყო. უკვე 10 წელია  კი  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს.

ტელევიზიამ 36 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. ერთ-ერთი მთავარი ხალხის ნდობის მოპოვება და კურსის ხალხის პრობლემებზე გასწორება იყო.

არხი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით არაერთხელ შეფასდა დაბალანსებულად და მიუკერძოებლად.

არხის 36 წლიანი ისტორია დაარსებიდან დღემდე ერთ ფილმში მოაქცია არხის მთავარმა რეჟისორმა გია დიასამიძემ. მას მაუწყებლის მაყურებელი დღეს 18:20 საათზე ნახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი