„მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს, დეკლარაციის მიღებით დასრულდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის სასესიო მუშაობა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში, დღეს დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.