ღაზაში 20 ათასი დაშავებული რჩება - „ექიმები საზღვრებს გარეშე“

02 ნოემბერი 2023, 14:55 519 ნახვა

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში 20 ათასზე მეტი დაშავებულია. საერთაშორისო ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტას, ღაზიდან უფრო მეტი ადამიანის ევაკუაციას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითხოვს.     

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.

გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები, შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი