საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას - ირაკლი ქარსელაძე

02 ნოემბერი 2023, 13:59 524 ნახვა

რიკოთის გზის პროექტის განხორციელებისას დაცული საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი, უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური რესურსი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გავხსენით რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.

,,საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე, კერძოდ: ოსიაური-ჩუმათელეთის; ჩუმათელეთი-ხევის; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე; სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 ლოტზე, პირველ ლოტზე კი, მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ხიდის აღდგენის მიზნით; გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე მოძრაობა 2022 წელს გაიხსნა, წელს გაიხსნება გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იანი მონაკვეთი კი, მომავალ წელს დასრულდება; ბათუმის შემოვლით გზაზე, სადაც პროექტის ფიზიკური პროგრესი არის 83% და მომდევნო წელს დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი.

ირაკლი ქარსელაძემ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ამ მიმართულებით სამუშაოები ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაზე მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით, აქედან, 40 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი