ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.