დილიდან ღაზას რაფაჰის გადასასვლელთან უამრავმა ადამიანმა და ავტომობილმა მოიყარა თავი. ისრაელის ალყაში მოქცეული სექტორიდან სულ უფრო მეტი უცხოელი ცდილობს ღაზის დატოვებას.
ისრაელს, ეგვიპტესა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოთხშაბათს სულ მცირე 320 უცხოელი მოქალაქე, ასევე ათობით მძიმედ დაშავებული ღაზის მკვიდრი გადავიდა ეგვიპტეში.
ღაზის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ხუთშაბათს გაიხსნება, რათა უფრო მეტმა უცხოელმა შეძლოს სექტორის დატოვება.