ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში, მგზავრებით დატვირთული მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
მძღოლის თქმით, მსუბუქმა ავტომობილმა, ავტობუსს გზა არ დაუთმო, რის შედეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.