პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, პასუხისმგებლობას აიღებს სააკაშვილის 2003-2012 წლებში საქმიანობასა და მას შემდეგ ნაკეთებ მავნებლობებზე - მდინარაძე

01 ნოემბერი 2023, 15:48 545 ნახვა

პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, პასუხისმგებლობას აიღებს სააკაშვილის 2003-2012 წლებში საქმიანობასა და მას შემდეგ ნაკეთებ მავნებლობებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი, ეს უპროგნოზო ამბავია.

„პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღებაა იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში საქართველოში აკეთა და არა მხოლოდ ამ წლებში. საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ რასაც აკეთებს, შეწყალება დამატებული ამაზე პასუხისმგებლობის აღება იქნება. თუ სალომე ზურაბიშვილს ეს შეუძლია, მაშინ ალბათ შეიწყალებს კიდეც, მაგრამ მისგან გაკვირვებით აღარაფერი გაგვაკვირვებს. ქალს, პრეზიდენტს, ჩვენ მიერ და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილს, ამდენი დღეა გასული და ვერ წამოვაცდენინეთ – დღევანდელი მოცემულობით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ახლა იმაზე ვიმარჩიელოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას? – ეს უპროგნოზო ამბავია. ყოველ შემთხვევაში, მან უნდა იცოდეს, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს და გაიაზრებს სააკაშვილის მიერ 2003-2012 წლებში საქმიანობაზე და მას შემდეგაც ნაკეთებ მავნებლობებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტმა უნდა აღიაროს შეცდომა და საკუთარ სიტყვებს გადააბიჯოს. გვარამია განმარტავს, რომ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილის მისამართით კითხვის ნიშნები მოიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი