ხმაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

01 ნოემბერი 2023, 13:00 540 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აეღო და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბერაია აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს.

ელისაშვილი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

იყო სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში