ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაარტყა

01 ნოემბერი 2023, 11:11 449 ნახვა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის სარაკეტო დარტყმების შემდეგ მაშველები ნანგრევებში ცოცხლად დარჩენილებს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საქორწილო დარბაზს დაუმიზნეს, რომელიც დევნილთა თავშესაფარად იქცა. დაღუპული და დაშავებულია ათობით ადამიანი.   

მთელი ღამე ღაზაში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ წყდებოდა. საჰაერო დარტყმების შემდეგ უკვე ოთხი დღეა ისრაელის ტანკები ღაზის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

ისრაელის არმიამ გაავრცელა საჰაერო თავდასხმების კადრები, რომლის სამიზნე ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი იყო.

პალესტინის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 150 დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში