ღაზის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნა

01 ნოემბერი 2023, 14:01 437 ნახვა

დღეს დილით ღაზის სექტორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ყატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად,  უცხოური პასპორტების მქონე მოქალაქეები და ზოგიერთი მძიმედ დაშავებული ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლას შეძლებენ. 

ჯერ უცნობია  ვადები, თუ რამდენ ხანს დარჩება რაფაჰის გადასასვლელი ღია ევაკუაციისთვის.

ეს შეთანხმება არ არის კავშირში სხვა მოლაპარაკებებთან, როგორიცაა ჰამასის მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც  სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების  დეფიციტს განიცდის.

დღემდე ეგვიპტის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას სინაის ნახევარკუნძულზე ღაზის მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში