გვიანიძეების ოჯახი ოქტომბერში შეწყვეტილი პენსიის აღდგენას ითხოვს. ოჯახის ინფორმაციით, თენგიზ გვიანიძეს ომის ვეტერანთან გათანაბრებული სტატუსი ჰქონდა და სამხედრო სამსახურში ჯანმრთელობის დაზიანების გამო პენსიას 1976 წლიდან იღებდა. ოჯახს ერთი წლის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ გვიანიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიას იღებდა თუმცა ძველი დოკუმენტაცია გადამოწმდა და ის ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პენსიის მისი აღდგენისთვის სამედიცინო კომისიის შესაბამისი დასკვნაა საჭირო. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, თემურ ჭანტურიშვილის განმატრტებით ამის მიზეზი ოჯახში დაფიქსირებული სხვა შემოსავლი გახდა, ამ ეტაპზე კი ოჯახის მდგომარეობას ხელახლა სწავლობენ. საკითხს “ნაციონალური მოძრაობაც” გამოეხმაურა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ რეაგირებისკენ.