ისრაელში ჰამასის ტყვეობიდან ჯარისკაცის გათავისუფლებას ზეიმობენ

31 ოქტომბერი 2023, 10:09 410 ნახვა

ისრაელელები კირიათ გატში   იმ ჯარისკაცის სახლის წინ შეიკრიბნენ, რომელიც სამხედროების თქმით, ღაზის სექტორში არმიის სახმელეთო ოპერაციის დროს ჰამასის ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

ორი მეგიდიშის სახლთან შეკრებილები ისრაელის დროშებს აფრიალებდნენ,  მღეროდნენ და ცეკვავდნენ მისი გათავისუფლების აღსანიშნავად. ჯარისკაცი  ჰამასის  ბოევიკებმა  7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში დასახლებებზე თავდასხმების დროს გაიტაცეს, რომლის დროსაც ათას 400 ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს. 

გათავისუფლებულმა ჯარისკაცმა  გაიარა სამედიცინო შემოწმება და თავს კარგად გრძნობს - განაცხადეს სამხედროებმა. ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის ტყვეობაში კიდევ  200-ზე მეტი მძევალი რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში