ისრაელმა ბოლო 24 საათში "ჰამასის“ 450-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

30 ოქტომბერი 2023, 09:59 574 ნახვა

ისრაელმა ბოლო 24 საათში საჰაერო დარტყმები განახორციელა „ჰამასის“ 450-ზე მეტ ობიექტზე. ავიაციის სამიზნე რადიკალთა სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურა გახდა.

პარალელურად, ისრაელის არმია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად ათობით პალესტინელი ტერორისტია ლიკვიდირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს მას შემდეგ, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. მათივე განმარტებით, ისრაელმა დაარტყა გამშვებ სადგურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზღვრისპირა ცეცხლის გაშვებაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ყალკილიაშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში