უმაღლესი საბჭო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხვალ შეარჩევს

29 ოქტომბერი 2023, 18:08 609 ნახვა

გოგა კოხრეიძე, თამილა დოლიძე, თამუნა წილოსანი, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ პაქსაძე, ნატო ასათიანი და მარინე გიორგაძე - ხვალ გახდება ცნობილი ვისზე შეაჩერებს არჩევანს აჭარის უმაღლესი საბჭო და რომელ კანდიდატებს წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლის ორი ვაკანტური პოზიციაა, რომლის დასაკავებლად 7 კანდიდატი იბრძვის.

თითოეულ კანდიდატს ასარჩევად რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ანუ 7 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

“ქართულ ოცნებას” უკვე ჰყავს რჩეული, ოპოზიციის ნაწილი კი მათი შერჩევის პრინციპს აპროტესტებს.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შემდეგ მრჩევლების არჩევის პროცესში მხოლოდ გამტარი და მმართველი გუნდის დავალებების შემსრულებელი გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა შესარჩევი რიგგარეშე სხდომა უმაღლეს საბჭოში ხვალ გაიმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი