გაეროს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი საზიზღარს უწოდებს

28 ოქტომბერი 2023, 18:00 569 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს „დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს“.

დოკუმენტის თანახმად, გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტომ უნდა შეძლოს პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად „სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა“.

ამავე დროს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო კანადის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც გმობდა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი