ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა ბრიუსელში, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში.
შესრულდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები - ხალხური სიმღერები და საგალობლები, ასევე - თანამედროვე საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები.
ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.