რუსულმა ძალებმა იზიუმში სახანძრო განყოფილებას დაარტყეს - არიან დაშავებულები

27 ოქტომბერი 2023, 10:28 528 ნახვა

27 ოქტომბრის ღამეს, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის სახანძრო განყოფილების შენობაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდა 8 მაშველი, დაზიანდა შენობა და აღჭურვილობა. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდასხმა მტერმა განყოფილების საიუბილეო თარიღზე დაიწყო.

ჯამში უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 27 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 6 თავდასხმის თვითმფრინავით და ისკანდერის რაკეტებით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს შაჰედ-136/131 ტიპის 5 თვითმფრინავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი