ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა ღაზას სექტორში შევიდა, - ინფორმაციას მედია პალესტინის წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სატვირთოებმა ღაზას სექტორში წყალი, საკვები და სამედიცინო ნივთები შეიტანეს. ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში 74 ასეთი სატვირთო ავტომობილი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.