ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს გალა ვახშამზე უმასპინძლა

27 ოქტომბერი 2023, 09:55 511 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი