ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ გულის ქირურგიის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტების დაფინანსება - თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2023, 13:45 476 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გულის ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება. 

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით 6 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს  51 მილიონ ლარს, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გულის ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, იზრდება პენსიონერებისთვის მიზნობრივი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი