შორენა  თეთრუაშვილის  დაკითხვა

06 მარტი 2017, 00:00 2585 ნახვა

საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდა  პროკურატურის წარმომადგენელი სასამართლო განჩინებით და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო. თუ რა სახის ინფორმაცია იყო ეს ქარჩავამ საუბრისას თავი შეიკავა. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმეზე  პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაიკითხვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამავე საქმეზე  შორენა თეთრუაშვილის გარდა საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე თანამშრომელიც დაიკითხა ამბობს ქარჩავა. მისივე  განცხადებით, დაკითხული პირები დეკანოზის საქმიანობასთან უშუალო კავშირში არიან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი