ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში, ჭაბუკთა ასაკში ნახევარპროფესიონალთა შორის წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის სპორტსმენებმა.
ცხრა მებრძოლიდან შვიდმა საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, ორი კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ბათუმის კიკბოქსინგისა და ბათუმის საბრძოლო ხელოვნების აკადემიების მებრძოლებმა, ასევე წარმატებით იასპარეზეს ახალქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც.