უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 80-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

25 ოქტომბერი 2023, 09:53 544 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 80-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა ექვსი სარაკეტო, 51 საჰაერო და 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათი უმეტესობა მიმართული იყო უკრაინის ჯარებისა და უკრაინის დასახლებული პუნქტებისკენ. არიან დაშავებულები.

"მტერი არ ტოვებს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს, აქტიურად იყენებს ავიაციას, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იკავებენ თავდაცვას და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. დამპყრობლების შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის სტეფნოის, ავდეევკას, სევერნის, ნეველსკოეს რაიონებში წარუმატებელი აღმოჩნდა, სადაც თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსების 10-ზე მეტი შეტევა"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში და 3 დარტყმა მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი