ყაზახეთში გამართულ ალმათის თოჯინების I საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა გრანპრი მოიპოვა.
თეატრმა გრანპრი მიიღო სპექტაკლით - ,,წერილი ჯერალდინას’’, რომლის რეჟისორიც ელენე მაცხონაშვილია.
სპექტაკლის პრემიერა თეატრში 2018 წელს შედგა და მას შემდეგ, რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.