ბულვარის ფესტივალი

21 ოქტომბერი 2023, 20:06 554 ნახვა

ბულვარის ფესტივალი გრძელდება - ფესტივალის ფარგლებში უკვე დაჯილდოვეს ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლები გია ბაღოშვილი და გენო ნოღაიდელი. დაჯილდოების ცერემონია ბულვარის კოლონადებტან გაიამართა, სადაც ფესტივალის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება.

ღია სივრცეში მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ბულვარის ძველი და თანამედროვე ფოტოები. ასევე დაიდგა კოსტიუმირებული პერფომანსი „ბულვარის ისტორიის კვალდაკვალ''.

ბულვარის ფესტივალის დასკვნით ნაწილში დაგეგმილია კონცერტი, მსმენელის წინაშე წარსდგება სხვადასხვა ბენდი, საღამოც ცხრა საათიდან კი დაიწყება“სალიოს'' კონცერტი.

ფესტივალი გუშინ გაიხსნა და დღეს ღამის 11 საათზე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში