საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20 ოქტომბერი 2023, 11:15 553 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“. ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ კონფერენცია სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.

ორი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების, ასევე ბიზნესისა და ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევების შესახებ.

ბსუსა და აჭრის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია წელს მეორედ ტარდება.   

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება და სტატიები ელექტრონულად გამოქვეყნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი