ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონადან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

20 ოქტომბერი 2023, 10:01 550 ნახვა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონადან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობას სხვადასხვა სასტუმროებში გადაიყვანენ.

ევაკუაციის მიზეზი „ჰეზბოლას“ და სხვა ორგანიზაციების მიერ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო იერიშები გახდა.

კირიათ-შმონაში 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ბევრმა მათგანმა ქალაქი კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი