ბათუმში, რამდენიმე უბანს, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება. "ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, აბონენტებს შეზღუდვები 17 ოქტომბერს 21:00 საათზე მოეხსნებათ.
წყალმომარაგება შეეზღუდება: ბენზეში, ბარცხანასა და ორთაბათუმში, განთიადში, ხელვაჩაურსა და ადლიაში, აეროპორტის დასახლებაში, ჰელიმიშზე, ანგისაზე და აღმაშენებლის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.