ისრაელიდან საქართველოში კიდევ ერთი რეისი შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით თელ-ავივიდან ათეულობით მოქალაქე დაბრუნდა.
როგორც მგზავრებმა განმარტეს, ხშირად ესმოდათ განგაშის სიგნალი, რის შემდეგაც გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად იქცეოდნენ. შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ჩამოფრინდა.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან.