უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 64 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

13 ოქტომბერი 2023, 09:51 355 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განავლობაში 64 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსების ათობით თავდასხმა კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის, მარინსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

"მტერმა 4 სარაკეტო და 65 საჰაერო დარტყმა განახორციელა, განხორციელდა 54 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- აცხადებენ გენშტაბში.

მათვე ცნობით, ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის წინსვლის შეკავებას მაკეევკას რაიონებში, კრემენნაიას სამხრეთ-დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის სერებრიანსკის სატყეო მეურნეობაში, სადაც უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 5-ზე მეტი შეტევა.

გენშტაბის ინფრომაციით, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში