ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა

12 ოქტომბერი 2023, 10:03 504 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს ღამით, ისრაელიდან ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.

მათივე ინფორმაციით, ისრაელში დაძაბული ვითარებაა. რაც შეეხება მგზავრობას, ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შეფერხების გარეშე იმგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში