საქართველოს მოქალაქეები ისრაელში

11 ოქტომბერი 2023, 14:08 568 ნახვა

ისრაელში არსებული საომარი ვითარების გამო ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული ქართველების შესახებ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკონსულოს  ცხელი ხაზი.

როგორც ბათიამში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, ემორჩილებიან მთავრობის მითითებებს.

ასევე ადგილობრივები  გაფრთხილებულები არიან, რომ შესაძლოა ''ჰამასის'' დაჯგუფებამ გატაცებული მძევლების წამების ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელონ და ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას და არ შეუწყონ ხელი ამ კადრების გავრცელებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი