10 ოქტომბერი მეტყვეების პროფესიული დღეა

10 ოქტომბერი 2023, 18:08 460 ნახვა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აჭარის სატყეო სააგენტოს ინიციატივით დღეს, მეტყევის დღესთან დაკავშირებით აჭარის სატყეო სააგენტოს სააქტო დარბაზში პრეზენტაცია მოეწყო, „აჭარის ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა“.  

გამართულ ღონისძიებას, მეტყევეებთან და გარემოს დამცველებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

მინისტრმა, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ასევე, ხუთივე ადმინისტრაციის მთავარ მეტყევეს და სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურს ავტომობილები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში