„თბილისობა - 2023“ ბარსელონაში 

09 ოქტომბერი 2023, 11:18 476 ნახვა

„თბილისობა - 2023“ გაიმართა ბარსელონაში. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს.

ღონისძიება საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციის ძალისხმევითა და  ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასევე ბარსელონას მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისობა ბარსელონაში წელს მეორედ აღნიშნეს, სიტყვით გამოსვლისას ითქვა რომ, ღონისძიება  საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში