ომი ისრაელში

08 ოქტომბერი 2023, 15:05 637 ნახვა

ომი ისრაელში - ლიკვიდირებულია ''ჰამასის'' პალესტინელი ლიდერი აიმან იუნისი. ებრაული გამოცემის ცნობით, ტერორისტების მეთაურის ცხედარი ნუსეირატში მისი სახლის ნანგრევებში იპოვეს. აღნიშნული შენობაზე იერიში ცახალმა განახორციელა.   

სოციალურ ქსელში ასევე გარდაცვლილი ''ჰამასის'' ლიდერის საცხოვრებელი სახლის ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ შენობა სრულად განადგურებულია.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში