ისრაელში არსებულ ვითარებას გმობენ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. იქ არსებულ ვითარებაზე განცხადებებს ავრცელებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, პოლიტიკოსები და მომხდარს არაადამიანურ აგრესიად აფასებენ. ტერორისტულ თავდასხმას გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.
ცალსახად გმობენ ჰამასის თავდასხმებს და მხარს უჭერენ ისრაელს - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროკომისიისა და ევროკავშირის ლიდერები. მათ მიაჩნიათ, რომ ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება დაიცვას საკუთარი თავი.
სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მოქალაქეების ახლობლებს ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოც.