ქართველების მდგომარეობა ისრაელში 

07 ოქტომბერი 2023, 15:05 500 ნახვა

ისრაელი ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

როგორც ჩვენი რესპოდენტები გვიყვებიან, მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა, ისინი ბუნკერებში რჩებიან და ემორჩილებიან არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს.

ამბობენ, რომ  საგანგაშო მდგომარეობა ისრაელის ქალაქებში დილის 6 საათიდან ამოქმედდა და ამ დრომდე გრძელდება. მათივე თქმით ტერორისტები უმისამართოდ ისვრიან. ყვებიან, რომ  ქალაქებში იმყოფებოდნენ ღაზას სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს.

ამ დროისთვის ქართველი ემიგრანტების ნაწილმა, ვინც მოახერხა გადაინაცვლა შედარებით მშვიდ და უსაფრთხო ქალაქებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში