ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი - შეფასებები

06 ოქტომბერი 2023, 14:01 500 ნახვა

ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ბრიფინგი გამართა. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს არის საქართველის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ საკითხზე  შესაბამის უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ, მათ შორის არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს,  არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ზეწოლა - რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ - აცხადებს პაპუაშვილი, მისი თქმით, საქართველოს მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი