აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებით.