პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

05 ოქტომბერი 2023, 14:15 410 ნახვა

თითქმის სამი საათი პრეზიდენტის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის კითხვებს პასუხობდნენ. იყო კამათიც და სიტყვიერი შეურაცხყოფაც. პრეზიდენტის უფლებადამცველებმა არათანაბარ მოპყრობაში დაადანაშაულეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა აღარ აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ სასამართლო მათ მიმართ სამართლიანია.

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია საგარეო ვიზიტების დროს? - განხილვის მთავარი თემაა, პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების უფლება 49-ე მუხლის შესაბამისად ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში